ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს წევრებმა საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

26 ნოემბერი, 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი სალომე ღონღაძე და საკრებულოს, ქალაქის მაჟორიტარი წევრი ვალერი ალიბეგაშვილი საკუთარ ამომრჩეველს შეხვდნენ და მათი საქმიანობის პერიოდში განხორციელებული სამუშაოები გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ყველა წევრი საკუთარ ამომრჩეველს კანონის შესაბამისად მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრები უკვე გაიმართა მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. 

გააზიარე