ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს წევრებმა საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

1 ნოემბერი, 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები  საკუთარ ამომრჩეველს  შეხვდნენ და მათი საქმიანობის პერიოდში განხორციელებული სამუშაოები გააცნეს.

შეხვედრები,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქში  გაიმართა.

ანგარიშის წარდგენას  საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

საკრებულოს ყველა წევრმა  საკუთარ ამომრჩეველს კანონის შესაბამისად მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიში წარუდგინა. თითოეული წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://www.lagodekhi.gov.ge) განთავსდება.

 

 

გააზიარე