ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა

15 თებერვალი, 2018

 ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 16 თებერვლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი განიხილეს. წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ გაუქმების, არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომისიების ერთობლივ სხდომაზეც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 16 თებარვალს 12:00 საათზე მერიის მცირე დარზში ჩატარდება.

გააზიარე