ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს აპარატი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმის შესაბამისად. მისი მიზანია საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დებულებით(რეგლამენტი),  აპარატის დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

საკრებულოს აპარატის ორგანიზებულ და კოორდინირებულ მუშაობას ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატი შედგება 2 სტრუქტურული ქვედანაყოფისგან ( განყოფილებისაგან)

 

 

 

გააზიარე