ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულომ შშმ პირთა დაცვის ხარჯის ზრდას მხარი დაუჭირა

16 თებერვალი, 2018

დღეს, 16 თებარვალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ გაუქმების ცნობად მიღების, არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს და სხვა საკითხებთან ერთად მხარი დაუჭირეს 6-დან 18 წლამდე შშმ პირთა სოციალური დაცვის ხარჯის ზრდას 2900 ლარით. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

გააზიარე