ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულომ მოსაკრებლების რეგულირების შესახებ იმსჯელა

29 May, 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. იურიდიული საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მოსაკრებლების რეგულირების შესახებ იმსჯელეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტები განსაზღვრავს შენობა-ბაგებობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხებს, მშენებლობის ნებართვის მისაღებად მოსაკრებლის გადახდის წესს და ოდენობას, ასევე დასახლებული ტერიტორის დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფებს და მის ამოღების საშუალებებს.
როგორც წარმომადგელობით ორგანოში განმარტეს სხდომაზე ადგილობრივი მოსაკრებელების რეგულირების საკითხი დეტალურად იქნა განხილული და მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტებში რამდენიმე საკითხის დაზუსტება მოხდება, რის შემდეგაც საკრებულო მოსაკრებლების რეგულირების შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

გააზიარე