ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბჭომ კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი განიხილა

26 აგვისტო, 2020

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ კომუნიკაციის  სტრატეგიის დოკუმენტი  განიხილა. აღნიშნული დოკუმენტი  რამდენიმე ძირითადი ნაწილისაგან შედგება, რომლებიც გენდერული საბჭოს ინსტიტუციურ   მექანიზმების გაძლიერებას და   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  გენდერული კუთხით არსებული მდგომარეობის კვლევას  მოიცავს.
საბჭოს გადაწყვეტილებით  გენდერული თანასწორობის საბჭოს კომუნიკაციის  სტრატეგიის დოკუმენტს,  წარმომადგენლობითი ორგანო დასამტკიცებლად   მორიგ საკრებულოს სხდომაზე გაიტანს.  

გააზიარე