ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნატოს დღეები ლაგოდეხში

27 April, 2018

ნატოს დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო კავშირის ხელმძღვანელებისთვისა და  ეთინიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი და საქართველოში ბულგარეთის საელჩო.

ფოტო ალბომი


გააზიარე