ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო ლაგოდეხში

17 April, 2018

კინოთეატრ „სინემა“-ს დარბაზში,  ა(ა)იპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით მსახიობის მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

მურმან ჯინორიას შემოქმედების მოყვარულებმა მოისმინეს კლასიკოსი პოეტების - ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის და გალაქტიონის გენიალური პოეტური ქმნილებები.         

შემოქმედებით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი სოციალურად გაჭირვებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან - ლელა ქვრივიშვილთან ერთად დაესწრო. ჯონდო მდივნიშვილმა ქართული მხატვრული კითხვის ოსტატს  სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

 

გააზიარე