ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივა-უფასო სამედიცინო გამოკვლევა

27 აგვისტო, 2020

 

ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და  ფრანგული სამედიცინო ცენტრის ,,კახეთი-იონის“ მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს შემდეგი სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევით:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი  (ასაკი: 40-70წ.)
  • საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ( ასაკი: 25-60წ.)
  • კოლო-ტესტი (ასაკი: 50-70წ.)

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობა.

დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ 

15 სექტემბრამდე  შემდეგ მისამართზე:

ქ.ლაგოდეხი, ქიზიყის ქუჩა #25, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ან გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია სატელეფონო ზარის მეშვეობით.

საკონტაქტო პირი:  მანანა გელაშვილი, ტელ:  577 08 05 04

გააზიარე