ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობის საყურადღებოდ!

20 დეკემბერი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით 23 დეკემბერს, 11:00-16:00 საათამდე, სოფელ აფენის ამბულატორიის შენობაში  სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია გაიმართება. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიის, დიეტოლოგიის ცენტრ ,,ენმედიცი“-ს კვალიფიციური ექიმები ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ანგიოლოგის, კლინიკურ-დიაგნოსტიკურ და ექოსკოპიურ უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და კონსულტაციებს გიორგეთის, აფენის, ლელიანის, არეშფერნის თემის მოსახლეობას  გაუწევენ.

გააზიარე