ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილება

მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილება

მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს:

  • მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
  • მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
  • მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან;
  • გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს;
  • სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
  • ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
  • საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოებას;
  • უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას;
  • საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
  • გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის,
  • ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
  • მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

 

მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილება ექვემდებარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს.

სამსახურის დებულება

გააზიარე