ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერის წარმომადგენლები პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსს მიიღებენ

30 მარტი, 2018

 

 

წარმომადგენლობითი ორგანის წევრებმა დღეს, ,,ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო  მოხელეთა  საშტატო  ნუსხისა  და  თანამდებობრივი  სარგოების  დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის № 11-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს  მხარი  .

საკითხი ეხება  მერის  წარმომადგენლის  15  საშტატო ერთეულს და მათ თანამდებობების გარდაქმნას შრომითი ხელშეკრულებებიდან პროფესიულ საჯარო მოხელეებად.    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით,  ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული მერის წარმომადგენლების ფუნქციებიდან და უფლება- მოვალეობებიდან  გამომდინარე, ისინი პროფესიულ საჯარო მოხელეთა კატეგორიას უფრო განეკუთვნებიან, ვიდრე დამხმარე მოხელეებს.  ამიტომ საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა.

 

 

გააზიარე