მერი ლაგოდეხში უფასო სასადილების მდგომარეობით დაინტერესდა

2 თებერვალი, 2018

ქ. ლაგოდეხში უფასო სასადილო  „მადლი“ -- ჯონდო მდივნიშვილმა  მოინახულა,   მუნიციპალიტეტის მერი იქ არსებული მდგომარეობით დაინტერესდა, გაეცნო კვების რაციონს  და  სასადილოს თანამშრომლებს შეხვდა.

 მიუსაფარ  მოხუცებულთა რეაბილიტაციის ცენტრი ფუნქციონირებს სოფ აფენის თემშიც,   სადაც ყოველდღიურად  აფენთან ერთად მიმდებარე სოფლებში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იკვებება.უფასო კვების სერვიზით ქ.ლაგოდეხში მცხოვრები  81-ი,  ხოლო აფენში 40 -ი ბენეფიციარი  სარგებლობს . ორივე სასადილო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი მომსახურებისათვის  ყოველწლიურათ  მუნიციპალიტეტის მერია 90 000 ლარს გამოყოფს.

გააზიარე