ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მდინარე კაბალზე დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

7 თებერვალი, 2018

ყოველ გაზაფხულზე უხვი ნალექის შედეგად მდინარე კაბალი დიდდება და დამცავ მიწაყრილს არღვევს. ადიდებულ მდინარეს,  სოფელ გიორგეთის მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები  არაერთხელ დაუტბორია და უკვე დათესილი ბოსტნეული და მარცვლეული კულტურა გაუნადგურებია.

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა  სოფელ გიორგეთის  წარმომადგენელთან, დეპუტატთან და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის  უფროსთან ერთად, მდინარე კაბლის ხევზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 378 გრძივი მეტრის დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს შპს  „ნდს მშენებლობა“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და მისთვის  349 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

ფოტო ალბომი

გააზიარე