ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აშენდება

7 May, 2019


ლაგოდეხში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისთვის 331 564 ლარის გამოყოფას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირა.
საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობა, ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. შენობა დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გაზრდის მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს.
 წარმომადგენლობითმა ორგანომ  ასევე მხარი დაუჭირა სოფელ ბაისუბანის უღელტეხილზე გარე განათების მოწყობისთვის დამატებით 20 000 ლარის გამოყოფას .

გააზიარე