ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

6 თებერვალი, 2018

პროექტი, რომლის განხორციელებას მოსახლეობა ათეულობით წელია ითხოვს უახლოეს მომავალში დაიწყება. ქალაქში მეგობრობის, კავკასიონის, ახალგაზარდობის, ფალიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე რვა კილომეტრამდე სანიაღვრე არხის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ LMC ” ახორციელებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, ქალაქში გამავალი სანიაღვრე არხები პრობლემას ქმნიდა, დაზიანებულ მაგისტრალში არსებული წყალი კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს და ეზოებს აზიანებდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 000 ლარს შეადგენს და ის უახლოეს მომავალში დაიწყება.

გააზიარე