ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.

16 იანვარი, 2020

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოეფინა. მერიის ტერიტორიაზე ნაციონალური სამოსით ახალგაზრდების მსვლელობა მოეწყო. ჩოხოსნებთან ერთად სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ-ის თანამშრომლები დაესწრნენ. ჯონდო მდივნიშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

 „გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! სახელმწიფო დროშა საუკუნეების განმავლობაში ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, ნათელი მომავლისკენ სწრაფვისა და ღირსების სიმბოლოა. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრებაა“.

 სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარი, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეა. 2012 წლის 14 იანვრიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

გააზიარე