ლაგოდეხში "რეგიონთა თასი"-ს ფინალური თამაში გაიმართა

20 ნოემბერი, 2017

19 ნოემბერს ლაგოდეხის „ჰერეთი“-ს  სტადიონზე "რეგიონთა თასი"-ს ფინალური თამაში გაიმართა.  ფინალში თბილისის ნაკრებმა სამეგრელოს 14-წლამდე ნაკრები 3:1 დაამარცხა და „რეგიონთა თასი“-ს მფლობელი გახდა.  ფინალურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი  და გენერალური მდივანი, ასევე ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები  ოთარ გაბელია, რევაზ ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ირაკლი ლილუაშვილი  და ლაგოდეხის თვითმმართველობის  წარმომადგენლები  დაესწრნენ.   გამარჯვებული გუნდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა  ჯონდო მდივნიშვილმა  ფეხბურთის ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტ - კახა ჭუმბურიძესთან   ერთად   დააჯილდოვა.  საქართველოში "რეგიონთა თასი"  წელს  პირველად ჩატარდა  და 13 რეგიონული ნაკრები მონაწილეობდა. ტურნირის მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა.

ფოტო ალბომი

გააზიარე