ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში მუსიკალურ სტუდიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23 აგვისტო, 2017

ქ.ლაგოდეხში მუსიკალურ-ინსტრუმენტალური სტუდიის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეშე დასრულდება.  პროექტი,  რომელიც არასამთავრობო  ორგანიზაცია „CARE”-ს და  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება მიზნად ისახავს ადგილობრივი საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობას თანამედროვე აპარატურით.  სტუდიის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ სარალიძემ პროექტის ავტორთან ბახვა შაიშმელაშვილთან ერთად დაათვალიერა.  გამგებლის თქმით,  პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი თანამედროვე  მუსიკალურ-ინსტრუმენტალური ბაზის შექმნა,  რომელიც მუნიციპალიტეტში მოქმედ შემსრულებლებს  დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში.  

ფოტო ალბომი


გააზიარე