ლაგოდეხში წინასაახალწლოდ სასაჩუქრე პაკეტი 300 -მდე ოჯახმა მიიღო

29 დეკემბერი, 2016

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ და ლაგოდეხის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათი და საჩუქრები ბაისუბნის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს გადასცეს . ასევე სასაჩუქრე პაკეტები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებმა და მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმა მიიღეს. ლაგოდეხში წინასაახალწლოდ სასაჩუქრე პაკეტი მთლიანობაში 300 -მდე ოჯახმა მიიღო.

 

 

გააზიარე