ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

5 ივნისი, 2018

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მიულოცეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ღამბაშიძე 
ლაგოდეხის ტყე-პარკში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებებს მერის მოადგილეებთან და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად დაესწრო. 
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბავშვების უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, რათა მათი ინტერესები იყოს რეალიზებული. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ყველა ბავშვს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე .“ განაცხადა ღამბაშიძემ
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. ხოლო, 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

გააზიარე