ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში ახალმა ა(ა)იპ-ი „ლაგოდეხის სერვის ცენტრმა“ სამუშაოების შესრულება დაიწყო

9 თებერვალი, 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახლად შექმნილი ა(ა)იპ-ი „ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ სამუშაოების შესრულებას შეუდგა. დღეს, აღნიშნული ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ტექნიკის მეშვეობით ქალაქში შემოსასვლელი მდ. ლაგოდეხის ხევის მიმდებარე ტერიტორია ეკალ-ბარდისა  და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. მომავალში მსგავსი დასუფთავების სამუშაოები ქალაქის სხვა ქუჩებშიც აქტიურად შესრულდება.

დასუფთავების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ახალი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. როგორც ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, ეს იქნება ა(ა)იპ-ი, რომელიც  შეასრულებს მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ყველა სამუშაოებს. „ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ დასუფთავებასთან ერთად განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებებს, სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ბაღებისა და  პარკების მოვლა - პატრონობას,  გარე განათების საშუალებების  აღდგენა - განახლებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების  და სასმელი წყლის მაგისტრალების მოვლა პატრონობას და სხვას.

ფოტო ალბომი

გააზიარე