ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში ადმინისტრაციული შენობები შშმ პირთათვის ადაპტირდება

18 თებერვალი, 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ და ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთათვის ადაპტაციის საკითხი განიხილეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი დაესწრო. საბჭოს წევრთა ინიციატივით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები შშმ პირთა საჭიროებებზე უნდა იყოს გათვალისწინებული. ხოლო შემდგომ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხდეს გარემოს, კონკრეტულად ,მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების, საავადმყოფოების, ბანკების, აფთიაქების, სავაჭრო ცენტრების და სხვა ობიექტების ადაპტირება. საბჭომ, ასევე მიმართა მერს ინიციატივით, მოხდეს ქალაქ ლაგოდეხის სახელდებული ქუჩებისთვის აბრების დამზადება და განთავსება. აღნიშნულ საკითხებზე გაფართოებულ ფორმატში მსჯელობის და მერიისთვის რეკომენდაციის სახით მიწოდების საკითხი, 7 თებერვალს, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე იქნა განხილული.

 

გააზიარე