ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხის საზოგადოებრივი კოლეჯის „აისის“ ფილიალი გაიხსნა

28 ნოემბერი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისის“ ფილიალი გაიხსნა . საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მალხაზ ასლამაზაშვილის    ინფორმაციით,  ლაგოდეხის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა უკვე დაიწყო სტუდენტები პროფესიულ განათლებას სატყეო საქმისა და  კულტურული მემკვიდრეობის  გიდის  მიმართულებით მიიღებენ    ამ ეტაპზე ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სასწავლო პროგრამების ზუსტი ჩამონათვალი გახდება ცნობილი.   

სასწავლებლის  ოფიციალურ გახსნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია დაესწრო და სტუდენტებს სასწავლო  პროცესის დაწყება მიულოცეს.   მათი თქმით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე და სასწავლო კორპუსის განახლების გარდა დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციაც.  

პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.   სხვადასხვა პროგრამის ხანგრძლივობა 8-თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება.

ფოტო ალბომი


გააზიარე