ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველ ადგილს იკავებს

26 ნოემბერი, 2019

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 87% -იანი შედეგით, როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს ყველა თანამშრომელს და წევრს, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა მართლაც დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) წარმომადგენლების მიერ მომზადებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ლაგოდეხის საკრებულომ გამორჩეული შეფასება (87%) მიიღო , რაც საუკეთესო შედეგია როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის"- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ.

გააზიარე