ლაგოდეხის გამგებელმა საჯარო შეხვედრები დაასრულა

24 მარტი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ თავისი საქმიანობის ანგარიშის საჯარო წარდგენა დაასრულა. საჯარო შეხვედრები, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 14 თემში გაიმართა, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომაგდენლები და მოსახლეობა ესწრებოდა. გამგებელი დამსწრე საზოგადოებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წელს განხორციელებულ საქმიანობებზე და შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა სოფელში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ფოტო ალბომი

გააზიარე