ლაგოდეხის ექვი სოფლი ბუნებრივ აირს მიიღებს

18 აგვისტო, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელების ხიზის, ხიზაბავრის, შეერთების, დავითიანის,   ქვემო და ზემო  გურგენიანის  გაზიფიცირება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ადგილობრივ მოსახლებას შეხვდა და საქართველოს მთავრობის განკარგულება - მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით  გააცნო. გამგებლის თქმით,  მომავალ წელს გაზიფიცირების სამუშაოები  დამატებით 6 სოფელში განხორციელდება.  2014 წლიდან დღემდე ლაგოდეხის  34 სოფლის გაზიფიცირება მოხდა.   

ფოტო ალბომი


გააზიარე