ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კვლევის პრეზენტაცია ლაგოდეხში

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი- არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა  სოციალური ცვლილებებისთვის“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს  ასაჯაროვებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით,  კვლევა   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 89 რესპოდენტმა  მიიღო, მათ შორის გამოკითხული იქნა თემში მცხოვრები ბავშვები და მათი ოჯახის წევრები, ასევე მომსახურეობის მიმწოდებელი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.  კვლევის პრეზენტაციას დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი  ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია და საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე დაესწრო.  ღონღაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა  მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ოჯახებისთვის  მხარდაჭერის მიზნით  რამდენიმე  ახალ  ინიციატივაზე მუშაობს.

კვლევა  „ ადგილობრივი თემის შესაძლებლობების  გაძლიერება ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის“ ფარგლებში  ევროკავშირის მხარდაჭერით  და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პარტნიორობით  2017 წლის  ივნისი - სექტემრის თვეში განხორციელდა.

ფოტო ალბომი


გააზიარე