ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„კოკა-კოლას თასი“- ს მფლობელი პირველი სკოლის გუნდი გახდა.

20 ივნისი, 2018

 „კოკა-კოლას თასი 2018“- ს მფლობელი ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ კოდა და ლაგოდეხის პირველი სკოლა წარსდგა.

ფინალურ შეხვედრას ბათუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და კოკა-კოლას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია დაესწრნენ . მატჩების დასრულების შემდეგ კი, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

„კოკა-კოლას თასი 2018“ ფინალურ ეტაპს ტრადიციულად კვარიათმა უმასპინძლა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, ტურნირში მონაწილეობას 1000-ზე მეტის სკოლის 10000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს პირველი საჯარო სკოლის გუნდს და მის მწვრთნელს ლაშა ჯიბლაძეს ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოპოვებას.

გააზიარე