ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ.ლაგოდეხში დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

29 მარტი, 2018

 ბაგრატიონის ქუჩაზე გზის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. 

 სასმელი წყლის პროექტის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს კომპანია შპს  „გლობალ ბიზნესი“ ახორციელებს.

 ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერა. როგორც ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა - “სასმელი წყლის პროექტის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში დასრულდება”.

ფოტო ალბომი

გააზიარე