ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კართუბანში #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

29 იანვარი, 2018

სოფელ კართუბნის  #1 საბავშვო ბაღის შენობის ძირითადი ნაწილი ათეულობით წელი  დაზიანებული იყო და პატარებს მოუწესრიგებელ გარემოში უწევდათ სიარული.   . დღეს ბაღის აღსაზრდელები ახლად გარემონტებულ ბაგა-ბაღში პირველად  მივიდნენ.  პროექტის  ფარგლებში ბაღის  შენობას შიდა და გარე რემონტი ჩაუტარდა, შეიცვალა შენობის  სახურავი , კეთილმოეწყო ეზო და გაკეთდა ცენტრალური გათბობა .

 ახლად გარემონტებული საბავშვო დაწესებულება  მუნიციპალიტეტის მერმა  სოფლის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა . როგორც ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა  საბავშო ბაღის აღსაზრდელებს თანამედროვე შენობასთან ერთად სულ მალე ახალი ინვერტარიც ექნებათ.

ფოტო ალბომი


გააზიარე