ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. ლაგოდეხში, C ჰეპატიტის უფასო კვლევა ჩატარდა

27 თებერვალი, 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ც ჰეპატიტის კვლევის პროგრამაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ჩაერთნენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განცხადებით "აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია და მასში ჩართულია სამინისტრო, კლინიკები და თვითმმართველობები, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვთ ანალიზი უფასოდ ჩაიტაროს , მიიღოს კვალიფიცირი დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა ც ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით.

გააზიარე