ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯონდო მდივნიშვილი „dvv inetrantional”- წარმომადგენლებს შეხვდა

23 მარტი, 2018

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს თავჯდომარესთან ერთად, სოფელ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ორგანიზებით, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუმრებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლებს dvv inetrantional -ის inetrantional - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის საქართველოში საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრაზე ვრცლად იქნა წარმოდგენილი ლელიანის ზრდასრული განათლების ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.

დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა, ლელიანის ზრდასრული განათლების ცენტრის დირექტორთან ნანა ნერსესაშვილთან ერთად მიიღო მიწვევა გერმანიაში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციების მუშაობის მოდელის და დაფინანსების გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად.

ფოტო ალბომი

გააზიარე