ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება

სოციალურ საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს:

  • ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

  • ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

  • ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;

  • დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

  • სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

  • წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

  • უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

  • უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას;

  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება ექვემდებარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს

სამსახურის დებულება

გააზიარე