ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენდერულმა საბჭომ სამოქმედო გეგმა განიხილა

5 ივნისი, 2018

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ სამოქმედო გეგმა განიხილა. აღნიშნული გეგმა რამდენიმე ძირითადი ნაწილისაგან შედგება, რომლებიც გენდერული საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებას, განათლების, ცნობიერების ამაღლებასა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებს მოიცავს.
საბჭო, რომლის შემადგენლობაში 14 წევრი შედის სამოქმედო გეგმის განხილვას მომდევნო კვირაში განაახლებს და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს. ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმა 2018-2019 წელზეა გაწერილი.

გააზიარე