ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა

23 თებერვალი, 2018

     ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები იქნება: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება; გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭოს შემადგენლობაში არიან საკრებულოს და მერიის, არასამთავრობო ორგანიზიაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და საზოგადოების წარმომადგენლები. კანონის შესაბამისად გენდერული თანასწორობის საბჭოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია უხელმძღვანელებს.

გააზიარე