ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

გამგებლის 2015 წლის ანგარიში

                                                                                                                                                                     

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა

 

მუნიციპალიტეტის გამგებელი კარლო ჯამბურია

           საანგარიშო პერიოდი - 2015  წლის 01. 01. - დან  2016  წლის 01. 01 - მდე.

  • ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) რიგითი

    I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

 

1. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში

       საანგარიშო პერიოდში, სამჯერ გამოცხადდა კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების შესავსებად, ხოლო ერთხელ ჩატარდა ატესტაცია გამგეობის მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, რის შედეგადაც მოწესრიგდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა.

    საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების - 22 პროექტი, აქედან დამხმარე მოსამსახურეებთან დადებული იქნა - 13 ხელშეკრულება, ხოლო შტატგარეშეებთან - 9  ხელშეკრულება.

   საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემის - 12  ხელშეკრულების სამართლებრივი ფორმა.

    საანგარიშო პერიოდში რაიონულ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში განიხილებოდა სულ - 8 საქმე.

   

2. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობები:

      ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, რაზეც გამოცემული იქნა ინდივიდუალური და ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები,    ასევე სამუშაო შეხვედრების დროს  მიღწეულ იქნა შეთანხმება სხვადასხვა პროექტებზე და მუნიციპალიტეტიში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე,

 

3. მუნიციპალიტეტის გამგებელმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში

 

     ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის  ბიუჯეტი განისაზღვრა 14.414 ათასი ლარით,  შესრულებამ შეადგინა 12.979.389 ლარი. 

      2015 წლის შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით (1.607.119 ათასი ლარი) განისაზღვრა 12.781.646 ლარით, შესრულებამ შეადგინა 13.191.885  ლარი.

        მათ შორის:

  1. გადასახდელების გეგმა იყო 672.900  ლარი, შესრულებამ შეადგინა 970.496   ლარი.
  2. სხვა შემოსავლების  გეგმა იყო 567.382  ლარი. შესრულებამ შეადგინა  675.288  ლარი.
  3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების გეგმა განისაზღვრა 11.442.573 ლარით. შესრულებამ შეადგინა 11.433.462  ლარი.
  4. არაფინანსური აქტივების კლების გეგმა იყო 98.791  ლარი, შესრულებამ  შეადგინა  112.639 ლარი.

         ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის  გადასახდელების (ხარჯების) გეგმა იყო     14.414  ლარი. შესრულებამ  შეადგინა 12.979.400 ლარი,  ხარჯების გეგმა შესრულდა  90 %-ით.

       მათ შორის:

  1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ხარჯების გეგმა იყო 574 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 502.399 ლარი და ხარჯების გეგმა შესრულდა 88 %-ით.
  2. მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის  ხარჯების გეგმა იყო 2.185.200 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.694.095 ლარი. გეგმა შესრულდა 78 %-ით.
  3. საგანგებო სიტუაციიების მართვის საქალაქო სამსახურის ხარჯების გეგმა იყო 350 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 349.827 ლარი. გეგმა შესრულდა 100 %-ით.
  4. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხარჯების გეგმა იყო 138.100  ლარი, შესრულებამ შეადგინა 111.955 ლარი. გეგმა შესრულდა 81 %-ით.
  5. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის ხარჯების  გეგმა იყო 4.668.500 ლარი. შესრულებამ შეადგინა 4.399.573 ლარი. გეგმა შესრულდა 94 %-ით.
  6. საგანმანათლებლო ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 2.165.600 ლარი, შესრულებამ შეადგინა 2.111.935 ლარი. გეგმა შესრულდა 98 %-ით.
  7. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 1.626.900 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.601.755 ლარი. გეგმა შესრულდა 98 %-ით.
  8. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების გეგმა იყო 2.634.200 ლარი, შესრულებამ შეადგინა 2.207.851 ათასი ლარი. გეგმა შესრულდა 84 %-ით.

 

4. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში

 

სამსახურმა გარკვეული მუშაობა გასწია 2015 წლის განმავლობაში. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დასმული იქნა საკითხი ქონების გადმოცემის შესახებ, შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოეცა შემდეგი უძრავი ქონება: საკრებულოს შენობაში ყოფილი არქივის საცავი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენობა, ყოფილი პოლიკლინიკის 4 სართულიანი შენობა, ყოფილი N1 საშუალო სკოლა, სოფ. მშვიდობიანში ყოფილი დაწყებითი სკოლა და ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 31856 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

           სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის მიზნით ა(ა)იპ "კულტურის ცენტრზე" გადაცემული იქნა სოფ. ნინიგორში, კართუბანში, ჭიაურში, ლელიანში არსებული კლუბები, ასევე ყოფილი საფერმენტაციო ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; ა(ა)იპ ,,საბიბლიოთეკო გაერთიანებაზე" გადაცემულია კართუბნის ადმინისტრაციული შენობის 20 კვ.მ  შენობის ფართი; ა(ა)იპ "ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრზე " გადაცემულია პოლიციის ყოფილი შენობის პირველი სართულის ხუთი ოთახი, ჯამში 37,5 კვ.მ შენობის ფართი და სოფ. ჭიაურში ყოფილი ამბულატორიის შენობა; საგანმანათლებლო რესურს-ცენტრზე გადაცემულია ყოფილი N2 რუსული საშუალო სკოლის შენობის პირველი სართულის 200 კვ.მ შენობის ფართი; ა(ა)იპ ,,ამოვაზე" 2 წლის ვადით  გადაცემულია სოფ. ცოდნისკარის სპორტული კომპლექსი; შ.პ.ს. ,,ინ-სი"-ზე 2 წლის ვადით გადაცემულია სოფ.მაწიმში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გაცემულია. სოფ. კაბალში მდებარე 891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. იჯარის ფორმით გაცემულია სამი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროზე გამგეობის შენობის შენობის ფართი, კერძოდ 38 კვ.მ.

          შესაბამისი მუშაობა იქნა გაწეული სასყიდლიანი ფორმით გადაცემული ქონების მ/წლის საიჯარო ქირების ამოღებისა და პრივატიზებული ქონების საინვესტიციაო ვალდებულებების შესრულების საქმეში.

 ასევე შემოსულია განცხადებები და მომართვები ორგანიზაცია დაწესებულებებიდან და მოქალაქეებიდან, რომელიც ეხება საცხოვრებელ  სახლებზე დახმარებას, ხანძრის შედეგად გამოწვეული  ზიანის აღსადგენად დახმარებას, სანიაღვრე არხების გაწმენდას, საცხოვრებელ სახლებზე ნომრის მინიჭებას, საცხოვრებელი სახლებისათვის ხე-მასალის გამოყოფას  და სხვა. აღნიშნული განცხადებები და კორესპონდენციები განხილულია და გაცემული აქვს შესაბამისი პასუხები.

სამსახურის მიერ 2015 წელში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ადგილობრივი ბიუჯეტით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გათვალისწინებულ სამუშაოებზე, რაზედაც გან-ბის სპეციალისტების მიერ ჩასატარებელ სამუშაობზე შედგენილია დეფექტური აქტები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა 74 პროექტი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდა 13 პროექტი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა 27 პროექტი.

სამსახურის გარემოს ეროვნულ სააგენტოდან შემოსულია ორი წერილი, რომელიც ეხება იურიდიულ პირებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ მიზანშეწონილობას, რაზედაც ჩვენს მიერ გაცემულია დადებითი პასუხი.

სამსახურის სპეციალისტების მიერ შედგენილია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის გადამხდელთა რეესტრი, დარიგებულია გადასახადის ოდენობასა და ვადებზე შეტყობინებები და  ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

სამსახურში შემოსული 77 წერილი ეხება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ტექნიკის გამოყოფას, რომლებზეც შედგენილია დეფექტური აქტები და  მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ტექნიკის საშუალებით სტიქიური და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილება ახორციელებს  მდინარეებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას.  კერძოდ აღნიშნული განყოფილების მიერ საანგარიშო პერიოდში გაწმენდილია 37830 გრძ.მ. სანიაღვრე არხები და მდინარეები, საიდანაც გატანილია 7593 მ3 გრუნტი.

 

 

5. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობები.

          ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა ორი სტიქია 2015 წლის 20 აგვიტოს და 18 სექტემბერს, რის შედეგადაც დაზარალდა რამოდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა, ზიანი მიადგა ინფრასტრუქტუტულ ობიექტებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნა სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული კომისიის მიერ შესწავლილი იქნა სტიქიის შედეგეგები და მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც დახმარება გაეწიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 866 ოჯახს.

         ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამიდან დახმარება მიიღო სულ 1.578 ადამიანმა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 288 ათას ლარი.

 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს მომსახურება გაეწიათ

  1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობას - 145.000 ლარი
  2.   დაკმაყოფილდა: 627  ოჯახი,  თანხით - 146.830 ლარი;
  3. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება - 20.000 ლარი.

ჯამში  დაკმაყოფილდა:  101 ოჯახი ,  თანხით - 10.496 ლარი.

  1. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 80.000 ლარი
  2.   ხარჯვა:  88.700 ლარი . 724 ადამიანს
  3. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა დახმარება) – 10.000

იძულებით გადაადგილებულ პირთა  64 ოჯახს თბობის სეზონისათვის (100 ლარი) და საახალწლოდ დაიხარჯა 2.835 ლარი

  1.  სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესთა დაცვა - 10.000 ლარი ჯამში  ხარჯვა: 8750 ლარი
  2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯი) – 3.000 ლარი
  3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში  - 20.000 ლარი.  დაკმაყოფილდა -200 სოციალურად გაჭირვებული ოჯახი.

 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება :

  • უფასო კვების ობიექტი 70 ბენეფიციარზე   50 000 ლარით განისაზღვრა;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა 90 000 ლარიათ განისაზღვრა;
  • უმწეო ხანდაზმულთა სოციალური  რეაბილიტაციისათვის 38.000 ლარი გამოიყო.

 

6. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფსატსრუქტურული პროექტები

 

        საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 13  პროექტი (დანართი 1),

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  
 

 

 

 

 

 

 

#

ტერიტორიული ორგანო

პროექტის დასახელება

                                   კატეგორია

გამოყოფილი თანხა

გაფორმებული ხელშეკრულება

 
 
 
 

1

აფენი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენში (ბოკვიანი) შიდა სასოფლო გზის მოასფალტება

გზა

218880

210,280

 

2

ვარდისუბანი კარბანი ბაისუბანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ვარდისუბნის, სოფ.კართუბნისა და სოფ. ბაისუბნის დამაკავშირებელი გზის ნაწილობრივი აღდგენა

გზა

72800

69,200

 

3

ლელიანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის შიდა სასოფლო გზის ასფალტო ბეტონით მოწყობა

გზა

740860

677,980

 

4

კაბალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.კაბალში შიდა სასოფლო გზის ასფალტო ბეტონით მოწყობა

გზა

299660

287,160

 

5

ფონა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ფონა, ქვ.ხეჩილის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

გზა

431906

422,710

 

6

ნინიგორი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ნინიგორის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

საბავშვო ბაღი

130781

128208

 

7

ლელიანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის N2 საბავშვო ბაღის   რეაბილიტაცია

საბავშვო ბაღი

114404

     98,990

 

8

აფენი

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება

საბავშვო ბაღი

277461

192999

 

9

კართუბანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.კართუბანში გარე განათების მოწყობა

გარე განათება

77944

58,444

 

10

აფენი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენში (მე-2 ცხაკაიაზე) ჭაბურღილის, სასმელი წყლის  მაგისტრალის და რეზერვუარის მოწყობა

წყალი

92081

92080

 

11

აფენი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ონანაურში ჭაბურღილის წმენდა, რეზერვუარის მოწყობა და სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია 

წყალი

49960

35155

 

12

ფონა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვ.ხეჩილის, სოფ.ქვ ფონის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და  მაგისტრალის მოწყობა

წყალი

151799

138138

 

13

ნინიგორი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ნინიგორში სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა

წყალი

68000

52004

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2726536

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                             ჯამი

2.726.536

2.463.348

 

 

 

 

 

 

 
       

 

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული 74 პროექტი (დანართი2),

 

N

ტერიტორიული ორგანო

სოფელი

გამოყოფილი თანხა

პროექტის დასახელება

1

მაწიმი

მაწიმი

18128

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

2

რაჭისუბანი

5251

სოფ.რაჭისუბანი - მაწიმის დამაკავშირებელი გზის  რეაბილიტაცია

3

შრომა

შრომა

34662

კავკასიონის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა

4

კავშირი

14470

სტადიონის რეაბილიტაცია

5

ნინიგორი

ნინიგორი

17532

სასმელი წყლის მოწესრიგება

6

ზემო გურგენიანი

15149

გარე განათების მოწყობა

7

ქვემო გურგენიანი

15089

სასმელი წყლის რეაბილიტაცია

8

განათლება

8277

გარე განათების მოწყობა

9

გელათი

8467

სარიტუალო დარბაზის დასრულება

10

ხიზა

5966

მინი სტადიონის რეაბილიტაცია

11

ხიზაბავრა

6026

სარიტუალო ფარდულის  დასრულება

12

ცოდნისკარი

ცოდნისკარი

29300

საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია

13

თელა

28049

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია (ნაწილობრივ ახლის მოწყობა)

14

დავითიანი

15506

გარე განათების მოწყობა

15

ჩადუნიანი/წიფლისწყარო

34491

საბავშო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია

16

შეერთება

12778

სარწყავი არხის მოწყობა.

17

ვარდისუბანი

ვარდისუბანი

30384

მინი სტადიონის მოწყობა

18

სვიდება

8694

მინი სტადიონის მოწყობა

19

მშვიდობიანი

15649

გარე განათების მოწყობა

20

საქობო

16471

მე-4 ქუჩაზე სანიაღვრე არხის დასრულება

21

ჭიაური

ჭიაური

27608

შიდა გზების რეაბილიტაცია

22

წითელგორი

6383

სტადიონის კეთილმოწყობა

23

თამარიანი

4160

საბავშვო ბაღის გაზიფიცირება

24

თამარიანი

14682

საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია

25

ჰერეთისკარი

15888

შიდა გზების რეაბილიტაცია

26

კართუბანი

კართუბანი

30000

ჭაბურღილის მოწყობა მამუკა ნოზაძის ქ.

27

კართუბანი

9404

სანიაღვრე არხის მოწყობა

28

ბოლოკიანი

18080

სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

29

ნაწისქვილარი

17663

სანიაღვრე არხის მოწყობა

30

ნაინდროვალი

4906

შიდა გზების რეაბილიტაცია

31

ბაისუბანი

ბაისუბანი

26393

საბავშვო ბაღის  რეაბილიტაცია

32

პატარაგორი

14672

შიდა გზების რეაბილიტაცია

33

ზემო მსხალგორი

15745

შიდა გზების რეაბილიტაცია

34

ქვემო მსხალგორი

15387

შიდა გზების რეაბილიტაცია

35

კაბალი

კაბალი

49860

გარე განათების მოწყობა

36

კაბალი

17091

შიდა გზების რეაბილიტაცია

37

ყარაჯალა

24576

გარე განათების მოწყობა

38

ყარაჯალა

20761

შიდა გზების რეაბილიტაცია

39

განჯალა

44468

შიდა გზების რეაბილიტაცია (ნაწილობრივ ასფალტო-ბეტონით)

40

უზუნთალა

33522

გარე განათების მოწყობა

41

უზუნთალა

7216

შიდა გზების რეაბილიტაცია

42

ფონა

ზემო ფონა

5239

გარე განათების მოწყობა

43

ქვემო ფონა

1499

გარე განათების მოწყობა

44

ქვემო ფონა

6527

სასფლაოს შემოღობვა

45

ზემო ხეჩილი

5418

გარე განათების მოწყობა

46

ქვემო ხეჩილი

5549

გარე განათების მოწყობა

47

დონა

5299

გარე განათების მოწყობა

48

გიორგეთი

გიორგეთი

17710

სტადიონის რეაბილიტაცია

49

ლაფნიანი

5894

სკვერის მოწყობა

50

ფიჩხიბოგირი

5716

შიდა გზების რეაბილიტაცია

51

ვერხვისმინდორი

8217

სავარგულებთან მისასვლელი  საცალფეხო ხიდების მოწყობა

52

გუჯარეთი

4548

სკვერის მოწყობა

53

აფენი

აფენი                               

39487

შიდა გზის რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონოთ (ახალ სასფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია)

54

ქვემო ნაშოვარი

15006

შიდა გზების რეაბილიტაცია

55

ზემო ნაშოვარი

9659

შიდა გზების რეაბილიტაცია

56

ფოდაანი

18068

სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

57

ჭაბუკიანი

17961

სოფ.ჭაბუკიანი-ანანაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

58

ონანაური

15494

შიდა გზების რეაბილიტაცია

59

ბაღდადი

9742

სოფ.ბაღდათი-აფენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

60

გვიმრიანი

13147

სავარგულებთან მისასვლე გზის რეაბილიტაცია

61

არეშფერანი

არეშფერანი

8598

გარე განათების მოწყობა

62

ქევხიანი

5668

შიდა გზების რეაბილიტაცია

63

ხოშატიანი

5501

;

64

ზემო ბოლქვი

5187

გარე განათების მოწყობა

65

ზემო ბოლქვი

3459

შიდა გზები რეაბილიტაცია

66

ქვემო ბოლქვი

6383

სასმელი წყლის რეაბილიტაცია

67

ლელიანი

ლელიანი/ქალქვა

26702

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

68

ბებურიანი

13363

სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა

69

ბებურიანი

2000

სტადიონზე განათების  მოწყობა

70

მირსკისეული

7899

სასმელი წყლის რეაბილიტაცია

71

მირსკისეული

7500

შიდა გზების რეაბილიტაცია

72

აბაშისწილი

15852

სტადიონის მოწყობა

73

ბალთა

5668

სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

74

ნამესრალი

5048

სკვერის მოწყობა

ჯამი

1087812

 

 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 27 ინფრასტრუქტურული პროექტი (დანართი 3).

 

#

ტერიტორიული ორგანო

პროექტის დასახელება

                                   კატეგორია

გამოყოფილი თანხა

2

 მაწიმი

სოფ. რაჭისუბნის გზების  მოსწორება მოასფალტება

გზა

15000

3

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხის N2 საბავშვო ბაღის სახურავის რემონტი კანალიზაცია

საბავშვო ბაღი

30000

5

ქ. ლაგოდეხის კულტურის სახლის მდგრადობაზე ექსპერტიზა

რემონტი

21000

7

ქ. ლაგოდეხში კუდიგორის ქუჩაზე  სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია

სტადიონი

23030

9

ქ.ლაგოდეხში მუსიკალური სკოლის რაბილიტაცია

რემონტი

18000

10

ქ.ლაგოდეხში წმ.ნინოს ქუჩაზე N38ა კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება

საკანალიზაციო სისტენა

8000

11

ქ.ლაგოდეხში წმ.ნინოს ქუჩაზე N38ა კორპუსის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია

წყლის სისტემა

510

12

 ლაგოდეხი. ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშო

რემონტი

3000

13

შრომა

სოფ.შრომის საბ. ბაღის შენობის რემონტი, (ღობის და იატაკის შეკეთება)

საბავშვო ბაღი

15000

14

სოფ.კავშირში გარე განათება

გარე განათება

5000

15

სოფ.კავშირში საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია

საბავშვო ბაღი

19100

16

სოფ. შრომაში კავკასიონის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა

სანიაღვრე

10000

17

ნინიგორი

სოფ. ზემო გურგენიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

ბაღი

38000

18

ცოდნისკარი

სოფ. ცოდნისკარის  გარე განათება (1.2 კუჩებზე)

გარე განათება

7500

19

სოფ.წიფლისწყაროზე სასმელი წყლის მაგისტრალში ჩაშვება

წყალი

30000

20

ვარდისუბანი

სოფ.მშვიდობიანში ჭაბურღილის მოწყობა

წყალი

30000

21

გიორგეთი

გიორგეთი სანიაღვრე არხის მოწყობა

სანიაღვრე

6000

22

ბაისუბანი

სოფ.ბაისუბანი სირაჩხანას უბანში გარე განათება

გარე განათება

8000

23

აფენი

სოფ.აფენი მერმანიშვილის უბანი გარე განათება

გარე განათება

10000

24

ლელიანი

სოფ.ქალქვა სტადიონის მოწყობა

სტადიონი

10000

25

ჭიაური

სოფ. ჰერეთისკარი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

საბავშვო ბაღი

3900

26

ჭიაური

ჭიაურში სანიაღვრე არხის მოწყობა

სანიაღვრე

4000

27

კაბალი

სოფლის სახლის გარეტერიტორიის მოწყობა

მშენებლობა

65000

 

ჯამი

 

380.040

 

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის მიერ ინიციირებული საკითხები

      მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, კერძოდ: სტრუქტურული ერთეულების დებულებები და მათში განსახორციელებელი ცვლილებები, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და მასში განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტები ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ზოგიერთი ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილების ახალი პროექტები. ახალი ნორმატიული აქტების პროექტები.

     ასევე ინიციირებული იქნა პროექტები გამგებლისათვის სხვადასხვა საკითხზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

     ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა 43 ნორმატიული აქტი (დადგენილება),27 ინდივიდუალულ სამართლებრივი აქტი (განკარგულება).

 

8. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები -  სულ 1694 (ბრძანება).

 

 

9. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების  რაოდენობა:  304 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, 2 მემორანდუმი.

 

10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა.

      სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩატარდა 74 შეხვედრა. შეხვედრებს დაესწრო 2000-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობის ანგარიშვალდებულების მიზნით შეხვედრები მოაწყო სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში, რომელსაც  დაესწრო  3000-მდე ადამიანი.

       მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წელს 500-მდე მოქალაქე მიიღო.

 

11. მოქალაქეთა პრობლემებზე გამგებლის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის დადებითად

გადაწყვეტილი საკითხები).

 

       2015 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამხარეო ადმინისტრაციიდან შემოსულია  267  წერილი, აქედან  შესრულებულია  266 წერილი, რაიონული ორგანიზაციებიდან შემოვიდა  3188    წერილი, შესრულებულია  3167 წერილი,  შესრულების პროცესშია 21 წერილი,  სხვადასხვა  სამინისტროდან შემოვიდა   511 წერილი,  აქედან შესრულდა  505  წერილი;

  • შემოსულია  მოქალაქეთა განცხადება   3142,  აქედან  პასუხი  გაცემული  აქვს  3107 განცხადებას,  განხილვის პროცესშია  35 განცხადება;         
  • ადმინისტრაციულ სამსახურს გადაეცა 47  წერილი, პასუხი გაცემული აქვს 47 წერილს;
  • საფინანსო სამსახურს გადაეცა  650  წერილი, პასუხი  გაცემული  აქვს 637 წერილს, შესწავლის პროცესშია 13  წერილი ;
  • ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა  და მშენებლობის სამსახურს გადაეცა 1155 წერილი,  პასუხი გაცემული აქვს 1153 წერილს, შესწავლის პროცესშია 2 წერილი;
  • ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა  785 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 757 წერილს, შესწავლის პროცესშია 28 წერილი;
  • იურიდიულ სამსახურს დაეწერა 939 წერილი, აქედან  76 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, პასუხი გაცემულია სრულად.
  • ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებას დაეწერა 2081 წერილი, დაკმაყოფილდა 1741 მოქალაქის განცხადება უარი ეთქვა 340, განხხილვაშია 17 განცხადება.

 

I2. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

 

       ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრში’’  გაერთიანებული სტრუქტურული  სამსახურები  /ლაგოდეხის სახალხო თეატრი, თოჯინების  სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,  ბავშვთა თვითშემოქმედებითი - საესტრადო, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული  და სახელოვნებო სტუდიები/ მუშაობას წარმართავენ  გეგმაზომიერად, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების  შესაბამისად, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ეროვნული კულტურული  მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სკოლისგარეშე  კულტსაგანმანათლებლო  მუშაობა, ახალგაზრდობის  დაინტერესება და მათ მუშაობაში აქტიური ჩართულობა.

     მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდა თითქმის ყველა გეგმიური  და საზეიმო ღონისძიება, მოქმედი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, საესტრადო ანსამბლების, შემოქმედებითი ჯგუფების, სახელოვნებო სკოლებისა და მიზნობრივად მონათესავე კულტსაგანმანათლებლო  ორგანიზაციების თანამონაწილეობით.

      2015  წლის  7  მარტს  ქ. თბილისში  კომპანია ,,Team travel“ -ის  ორგანიზებით ,, ART-HOLL“ - ის  საკონცერტო დარბაზში ჩატარდა  საგაზაფხულო  ფესტივალი, მასში  მონაწილეობა მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ,,კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ანსამბლმა ,,გრაალმა".

     ანსამბლი  წარმატებული  გამოსვლისთვის  დაჯილდოვდა  დიპლომებითა და სამკერდე ნიშნებით.

     საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზატორობით 2015 წლის 2-10 ივლისს ქ. ქობულეთში ჩატარდა ფოლკლორის (ქორეოგრაფიული) საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „კავკასია-2015“.
    ფესტივალში მონაწილეობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრთან’’ არსებული ბავშვთა ქორეოგრფიული ანსამბლი „ჰერეთი“ კახა კობახიძის ხელმძღვანელობით.

        6  ოქტომბერს  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  ,,კულტურის  ცენტრთან’’  არსებულმა  სახალხო  დრამატული  თეატრის  დასმა,  დამსწრე  საზოგადებას  წარუდგინა პრემიერა,
 რაფიელ  ერისთავის  პიესა  ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს’’.  რეჟისორი: გივი ჯიბლაძე.
   

 

      2015 წლის 13 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,, კულტურის ცენტრის" ორგანიზებით, ჩატარდა პოეზიის საღამო. ახალგაზრდა პოეტებმა:  როინ  აბუსელიძემ,  გენრი დოლიძემ  და  ზაზა სუყაშვილმა საზოგადოებას გააცნეს საკუთარი შემოქმედება.  პოეზიის საღამოზე რამდენიმე ლექსი წაიკითხეს ადგილობრივმა ახალგაზრდა დამწყებმა პოეტებმა: მარიამ კახნიაშვილმა და ტატო ხარატიშვილმა.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  არსებულ 63 სოფელს და დასახლებულ პუნქტს ემსახურება  8 ბიბლიოთეკა : ლაგოდეხის ცენტრალური ბიბლიოეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, 6 სასოფლო ბიბლიოთეკა.

საანგარიშო პერიოდში ბიბლიოთეკები მოემსახურნენ 3300 მკითხველს და გასცეს მათზე 42210  წიგნი და ჟურნალ-გაზეთი.  მათ შორის ბიბლიოთეკებში არსებულ მკითხველთა სოციალურ ჯგუფებზე.

    თემატური კარტოთეკები ივსება ახალი მასალებით.

    მოწყობილია 17 გამოფენა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე : 1.შემეცნებითი ლიტერატურა,    2.ახალი წიგნები.  3.იაკობ გოგებაშვილი 175 წლისთავი.  4.ბესარიონ გაბაშვილი 265 წლისთავი.  5. დავით გურამიშვილი 310 წლისთავი და სხვა... სხვადასხვა საშუალებებით ხდება ახლადმიღებული ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მიტანა მკითხველამდე.    

                                                                                        

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა“ განახორციელა შემდეგი აქტივობები: მოძიებულ იქნა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომელიც დამუშავდა და გამოიცა 2015 წლის კალენდარი.

 „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა" გამართა შეხვედრა კერძო და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. შეხვედრაზე მოეწყო სარეკლამო-საინფორმაციო სტენდის პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია ტურიზმთან დაკავშირებულ თემებზე.

მოეწყო გასვლითი აქციები ტურისტების მოზიდვის მიზნით. მათ შორის: სიღნაღში, თელავში, ყვარელში, თბილისში, მცხეთაში, ანანურში და სხვა.

ტურისტულმა ცენტრმა დაამზადა სარეკლამო-საინფორმაციო სტენდები საოჯახო და კერძო სასტუმროებისათვის, აღნიშნული სტენდები დროებით სარგებლობაში გადაეცათ სასტუმროებს. სტენდზე განთავსდა ტურისტებისათვის საჭირო საინფორმაციო მასალა და კითხვარები.

ასევე დაიბეჭდა სხვადასხვა ტურისტული  ინფორმაციის შემცველი ახალი დიზაინის ტრიპლეტები, ფლაერები საოჯახო სასტუმროების შესახებ (სამ ენაზე - ქართული, რუსული და ინგლისური). განახლდა ბროშურა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების შესახებ (სამ ენაზე - ქართული, რუსული და ინგლისური) და სხვა.

ჩატარდა ღონისძიება „ინფო-ტური 2015“, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. ინფო ტურის ძირითადი მიზანი იყო ლაგოდეხის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და პოპულარიზაცია, აგეთვე ახალი კონტაქტების შეძენა, თანამშრომლობა და სხვა. ინფოტურის ფარგლებში მოეწყო ლაშქრობა მაჭის ციხეზე.

„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" ორგანიზაბით კომპანია KMS Georgia-მ  ჩაატარა უფასო ტრეინინგები ადგილობრივი საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტებისათვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური წარმოადგენს იმუნოპროფილაქტიკური მართვის მეორე დონეს, სადაც ხდება რაიონის იმუნიპროფილაქტიკური მდგომარეობის ანგარიშიების შეჯამება, ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღება სამიზნე კონტიგენტის ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან დაცვის გაძლიერების მიზნით.

-  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ვაქცინებით მომარაგებას, მათ შენახვას და გაცემას რაიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებზე ( 14 საექიმო ამბულატორია და ,, არქიმედეს“ კლინიკა)

  მიმდინარე წლის საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მთელი ქვექნის მასშტაბით გაგრძელდა გეგმიური იმუნოპროფილაქტიკა -14 წლის და 30 წლამდე ასაკის კონტიგენტისა, აცრის სტატუსის მიუხედავად.

მიმდინარე წელს არაგეგმიური წ.წ.ყ-თი აიცრა 251 ადამიანი. გამოკვლეული იქნა 359 ორსული,  ბ ჰეპატიტზე, შიდსზე, და სიფილისზე. გამოკვლევის  შედეგად გამოვლინებული იქნა ,,ბ“-ჰეპატიტის 18 შემთხვევა. რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 32 შემთხვევა. მ. შ. მგბ (+ )16  მგბ( - )16 ეპიდკვლევა ჩაუტარდა და გამოკვლეული იქნა - 75 კონტაქტი.  მიმდინარე წელს  დაფიქსირდა ბრუცელოზის  --15 შეთხვევა, ჩატარებულია ეპიდკვლევა. დაავადების მიზეზი არის  თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი და რძის პროდუქტები.

      საანგარიშო პერიოდში დაკბენილია 838 ადამიანი. ვაქცინაციის სრული კურსი ჩაუტარდა - 122, არასრული--720 გაიხარჯა 2512 ანტირაბიული ვაქცინა და 136 დოზა იმუნოგლობულინი. მიმდინარე წლის  განმავლობაში მალარიაზე გამოკვლეულია 136 სისხლის სქელი წვეთი და ნაცხი.  ჩატარებულია წყალსატევების პასპორტიზაცია. სანიტარული ზედამხედველობის კუთხით მონიტორინგი ჩატარდა  სკოლამდელი აღზრდისა და  სასკოლო დაწესებულებაში. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რამოდენიმე ბაღის  სან. ტექნიკური მდგომარეობა.

      

      მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოძიებული  ნიჭიერი ბავშვები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ,,მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლთან  მოქმედ პროექტებში :   ,,ლიდერთა სკოლა ‘’ , ,,ქართული ფოლკლორი ‘’, ,,სახალისო მათემატიკა ‘’, ,,საბავშვო ტურიზმი », ,,ნორჩ მხარეთმცოდნეთა », ,,ნორჩ ინტელექტთა ‘’,  ,,კომპიუტერი თანამედროვე ოფისში ‘’, ,,ნორჩი გიდები’’ და მინი პროექტები : ,,მხიარული სტარტები ‘’, ,,რა, სად, როდის ? ‘’,  ,,ყველაზე ჭკვიანი ‘’,  ,,რა ვიცი ჩემი მუნიციპალიტეტის შესახებ”, ,,წმინდა მამათა ნაკვალევზე ‘’, ,,ჩემი გუნდი ‘’, ,,გოგონები და ბიჭები ‘’, ,,ნორჩი პოეტები” ,,ეტალონი’’და სხვა. . . განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლე–ახალგაზრდობის შემოქმედებით აღზრდას, რომლის შედეგები აისახება  სასწავლო–შემოქმედებით როგორც რაიონულ, ისე ეროვნულ სასახლეში ჩატარებულ კონფერენციებში.   

    მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარდა მოსწავლეთა 69-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია.მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში მოქმედი პროექტებიდან  შემოვიდა 50 თემა : ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, შემოქმედ მოსწავლეთა, საქართველოს ისტორიის, მათემატიკის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის, ბავშვთა უფლებათა დაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების, უცხო ენის, სპორტის, ტურიზმისა და მთამსვლელობის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინო და ფოტო სექციებში. მათგან  სასწავლო–შემოქმედებით რაიონულ კომიტეტში შეირჩა 34 თემა, რომელთაგანაც 3  თემა დაჯილდოებული იქნა პირველი ხარისხის დიპლომით, 10  – მეორე ხარისხის დიპლომით, 20– სიგელით, მადლობის ფურცელი გადაეცა თემის ხელმძღვანელ 4 პედაგოგს, ერთი  პედაგოგი  დაჯილდოვდა სიგელით  წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისათვის.

           2015 წლის  თებერვალში, საქართველოს ,, ხელოვანთა კავშირი  ხელოვნების მომავლისათვის’’, კლასიკური მუსიკის ( ხელოვნების ) მერვე რესპუბლიკური და მეოთხე საერთაშორისო კონკურსი- ფესტივალი ,, მომავლის ვარსკვლავები 2015-ის’’ პირველი ტური ჩატადა გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხეში, სადაც მიიღეს მონაწილეობა  ქალაქ ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. გაიმარჯვეს და გადავიდნენ მეორე ტურში. მეორე ტური ჩატარდა 27 მარტს  ქალაქ თბილისის  მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში, რის შედეგადაც დასკვნით  ტურში გადავიდნენ:  მეშვიდე კლასის მოსწავლე ცაგო კაპანაძე და ბიჭუნათა  ვოკალური  ანსამბლი, რომელიც ჩატარდა 14 მაისს ქალაქ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. დაჯილდოვდნენ  სიგელებით  და  დაიმსახურეს  ლაურეატის წოდება.  ასევე დაჯილდოვდნენ სიგელებით სამუსიკო სკოლის პედაგოგები და სამუსიკო სკოლა.

       მუსიკალურ სკოლასთან არსებული ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლი მოხვდა  იმ გამორჩეულ ლაურეატთა რიცხვში, რომლებმაც  მიიღეს  მონაწილეობა საერთაშორისო  კონკურსში, რომელიც  ჩატარდა 2015  წლის  სექტემბერში ქ.მარმარისში თურქეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის  მხარდაჭერით. კონკურსს ხელმძღვანელობდა  მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და წარმატებული  მუსიკოსებისაგან  დაკომპლექტებული საერთაშორისო  ჟიური.  ამ  კონკურსზე ანსამბლს, პედაგოგს და კონცერტმეისტერს მიენიჭათ  საერთაშორისო  სერთიფიკატები  და ლაურეატის წოდება, ხოლო სკოლა დაჯილდოვდა სპეციალური  პრიზით.  ბიჭუნათა ანსამბლი ამ კონკურსზე მოხვდა  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის  ხელმძღვანელების  მხარდაჭერით, რომლებმაც დააფინანსეს ეს ტური.

     2015 წლის 4-13 მარტს ყველა საბავშო ბაღში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი.

     2015 წლის 17 მარტს ლაგოდეხის #2 ბაგა-ბაღში ჩატარდა კონფერენცია ,,ვისაუბროთ გულახდილად“, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ბაგა-ბაღის თანამშრომლები ასევე აღსაზრდელთა მშობლები.

    2015 წლის 18-19-20 მარტს ყველა ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის  ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების დანერგვა“.

      2015 წლის აპრილ მაისის თვეში ჩატარდა ყველა ბაღში ღია მეცადინეობები.

    2015 წლის აპრილი, მაისი, ივნისის თვეში ყველა ბაღში გამოცხადდა ღია კარის დღეები, სადაც ესწრებოდნენ აღსაზრდელთა მშობლები და დაინტერესებული პირები.

     2015 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთარიშო დღისათვის ყველა საბავშვო ბაგა - ბაღში მოწესრიგდა სათამაშო ატრაქციონები  და ჩატარდა ღებვითი სამუშაოები, სადაც მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელობამ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული 29 საბავშვო დაწესებულება გალამაზებული ეზოებით და მოწესრიგებული ატრაქციონებით აგრძელებს მუშაობას.

      30 საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს 65 სააღმზრდელო ჯგუფი, ჩარიცხულია 1659 აღსაზრდელი, დასაქმებულია 353 პიროვნება.

      სასწავლო წლის დაწყება გარემონტებულ შენობებში იზეიმა სოფ. ცოდნისკარის, სოფ. მაწიმის, სოფ. კავშრის, სოფ. ჩადუნიანის, სოფ. თამარიანის, სოფ. ბაისუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და მოსახლეობამ, კერძოდ ყველა ამ საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო სველი წერტილები, სამზარეულოები. სოფ. მაწიმის, სოფ. ჩადუნიანის, სოფ. ნინიგორის, სოფ. გურგენიანის, სოფ. ლელიანის #2 საბავშვო ბაღის შენობებს ჩაუტარდათ სრული რეაბილიტაცია. სოფ. ლელიანის #1 ბაგა-ბაღის შენობას  შეეცვალა სახურავი. დაზიანებული წყლის სისტემები შეუკეთდა სოფ. ჰერეთისკარის, სოფ. თელის, სოფ. არეშფერანის, ქ. ლაგოდეხის #2, სოფ. ვარდისუბნის, სოფ. ჭიაურის საბავშვო ბაღებს.

      სურსათის უვნებლობის სამსახურის აქტის საფუძველზე გაერთიანებამ თავისი სახსრებით ყველა საბავშვო ბაღისათვის შეიძინა სადეზინფექციო ხსნარი ,,ლიზოფორმინ სპეციალი“ რომელიც რეკომენდირებულია საბავშვო ბაღებისათვის ამისატვის დაიხარჯა  1771 ლარი.

 

       - წარმატებით დაასრულეს თბილისის ღია ჩემპიონატი ლაგოდეხელმა მოკრივეებმა. 13, 14 და 15 თებერვალს ძალოსნებმა სხვადასხვა წონით კატეგორიებში რინგზე 1 პირველი, 3 მეორე და 4 მესამე ადგილი მოიპოვეს.

      ლაგოდეხის ნაკრებს შეჯიბრში აქტიური მონაწილეობისთვის, კრივის ფედერაციამ, სპეციალური თასი გადასცა.

      4 აპრილს ლაგოდეხის „რანი“ და თბილისის „ნორჩი დინამოს“ შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა ფეხბურთში. ანგარიში ფრე 1:1 დასრულდა.

      ქალაქ ლაგოდეხში მდებარე კალათბურთის მოედანს, სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრმა განახორციელა.   27 აგვისტოს ლაგოდეხში ჩატარდა კახეთის ჩემპიონატი ქუჩის კალათბურთში ჩემპიონატში მონაწილეობა კახეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამუსულმა და ადგილობრივმა 20-მა გუნდმა მიიღო.

        19 სექტემბერს ლაგოდეხში რანის სტადიონზე „ბალიშების ფესტივალი-2015“ ჩატარდა.
აღნიშნული ფესტივალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის, ასევე საინიციატივო ჯგუფის, „ლაგოდეხის კრეატიული ახალგაზრდობის“ ერთობლივი პროექტია.

       

        28 სექტემბერს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის 2016-2020 წლის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

გააზიარე