ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"გადაფურცლე სამყარო “ -ს პროექტის ფარგლებში, 5 მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადეცა.

15 ივნისი, 2018

"გადაფურცლე სამყარო “ -ს პროექტის ფარგლებში, 5 მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადეცა
„გადაფურცლე სამყარო “ -ს პროექტის ფარგლებში, სოფელ შრომის საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადეცა. 200 ლარი თითოეულ მოსწავლეს აქციის ინიციატორმა და დამფინანსებლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბესარიონ შუბითიძემ, თორნიკე ტალახაძემ და ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი კაკაშვილმა გადასცეს. აქცია ყოველწლიურად გაიმართება და მე- 7 -10 კლასის ის მოსწავლეები დაჯილდოვდებიან, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქციის ორგანიზატორთა მიერ შეთავაზებულ ლიტერატურას გაეცნობიან. ბესარიონ შუბითიძეს განმარტებით, მისი მიზანია ხელი შეეწყოს წიგნის პოპულარობას ახალგაზრდებში და მოზარდებმა მაქსიმალურად დაუთმონ დრო კითხვას. 2018 წლის გამარჯვებულ მოსწავლეების დაჯილდოვებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გააზიარე