ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ლაგოდეხში გალაკონცერტით დასრულდა!

28 May, 2018

„ამბობენ თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ და ძლიერ ქვეყნებს - საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა, გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს.“- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ მოსახლეობას თავისუფლების დღე მიულოცა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ სკვერში დილიდანვე დაიწყო.
სახალხო სეირნობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაციების მიერ სიმულაციური სივრცეების მოწყობა და საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული თემატური გამოფენა, სახალხო ზეიმი ქალაქის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა . ღონისძიებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრები დაესწრნენ. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლაგოდეხში გალა -კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

გააზიარე