ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქცია ლაგოდეხში

13 თებერვალი, 2018

საქართველოს წითელი ჯვრის მორიგი საქველმოქმედო აქცია ლაგოდეხში. ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ადგილობრივ თვითმმარველობას ჰუმანიტარული ტვირთის სახით ტანსაცმელი გადასცა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიღებულ 47 000 ლარის ჰუმანიტარულ ტვირთს მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში გასცემს.

გააზიარე