ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წარმომადგენლობითმა ორგანომ საკრებულოს წევრის- გიორგი დარბაიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა

26 ნოემბერი, 2019

დღეს, წარმომადგენლობითმა ორგანომ საკრებულოს წევრის- გიორგი დარბაიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა. დარბაიძემ წარმომადგენლობითი ორგანო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა , ის მოღვაწეობას №15 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის რანგში გააგრძელებს .

გიორგი დარბაიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი მოწვევის წევრია. 2017 წლიდან დღემდე ის წარმომადგენლობით ორგანოში იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომამდე საკითხი იურიდიულ საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომაზე იქნა განხილული.

 

 

 
გააზიარე