ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოლო სამუშაო დღე კახა ჯამბურიამ მოსახლეობასთან შეხვედრას დაუთმო

11 ნოემბერი, 2017

ადგილობრივი ხელმძღვანელობის მუშაობის გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, დღეს  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  პირველი არჩეული გამგებელი მოსახლეობის წინაშე  სამ  წლიანი  ანგარიშით  წარსდგა. 

შეხვედრას  კახეთის გუბერნატორი, ადგილობრივი მოსახლეობა,  არასამთავრობო ორგანიზაციების,   საგანმანათლებლო სექტორის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე  ბიზნესმენები და ახლად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები დაესწრნენ.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ  გამგებლის პოსტზე ბოლო სამუშაო დღე კახა ჯამბურიამ მოსახლეობასთან შეხვედრას დაუთმო და მათ წინაშე წარსდგა. ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  პირველმა  არჩეულმა გამგებელმა  შეხვედრის ბოლოს მადლობა გადაუხადა ყველა საჯარო მოხელეს გაწეული თანამშრომლობისთვის და ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერს  წარმატება უსურვა.

ფოტო მასალა


გააზიარე