ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ააიპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური"

 დირექტორი - ნუნუ ნოზაძე

სამსახურის ტელეფონი - (+995) 354-22-26-73

მობილური ტელეფონი - 577135053 / 577600016

 ელ.ფოსტა - nunu.nozadze@mail.ru

. მისამართია - ქ.ლაგოდეხი, ჯანელიძის ქ. N1

ა(ა)იპ წესდება

    ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური სამართლებრივად ჩამოყალიბდა როგორც ა(ა)იპ 2007 წლის 7 ნოემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N107 განკარგულებით. შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართელოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის მმართელობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების და წესდების საფუძველზე.

   აღნიშნული სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილება, რაც მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში მდგომარეობს.

    იგი წარმოადგენს იმუნოპროფილაქტიკური მართვის მეორე დონეს, სადაც ხდება იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ასაცრელი კონტიგენტის დაზუსტება ვაქცინათა ცალკეულ სახეობათა მიხედვით, როგორც გეგმიურის, ასევე მასიურის - სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი 12 ინფექციის იმუნოპროფილაქტიკა 11 სახეობის ვაქცინის საშუალებით.

    წარმოებს ასაცრელი მასალის და ,,ცივი ჯაჭვის’’ ინვენტარის საჭიროების ნასაზღვრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ს/ამბულატორიებისა და სტაციონარული დაწესებულებებისათვის და მათი შეუფერხებელი მომარაგება ყველა საჭირო ვაქცინით და ,, ცივი ჯაჭვის ‘’ ინვენტარით - უფასოდ.

     წარმოებს აქტიური ზედამხედველობა ჯანდაცვის დაწესებულებებზე იმუნიზაციის მოცვაზე, ,,ცივი ჯაჭვის‘’ სისტემის გამართულ მუშაობაზე და სპეციფიური შრატების ხარჯვაზე.

 

     საზ-ვი ჯანდაცვა აწარმოებს მონიტორინგს რაიონში (საშიში და განსაკუთრებით საშიში) დაავადებების გავრცელებაზე, მათ მართვაზე და საჭირო ეპიდ.საწინააღმდეგო ღონისძიებების რეალიზებაზე.

     რაიონი მიეკუთვნება ცოფით დაავადების არაკეთილსაიმედო ტერიტორიას, რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ცოფით დაავადების შემთხვევები ცხოველებში, რის გამოც გაძლიერებულია ეპიდზედამხედველობა ცხოველთა დაკბენილ - დადორბლილ თითოეულ შემთხვევაზე და მიმდინარე ანტირაბიული ვაქცინაციის წარმოებაზე.

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება ჰიპერმალარიოგენულ ზონას და ხასიათდება ანოფელოგენური წყალსატევების სიუხვით და მალარიის გადამტანი კოღოს მრავალსახეობით (8 სახეობიდან - გავრცელებულია 6 სახეობა) ასევე გათვალისწინებულია უახლოეს პერიოდში სამდღიანი მალარიით ავადობის შემთხვევებიც და დღემდე საზოგადოებრივი ჯანდაცვა უფასოდ აწარმოებს გამოკვლევას მალარიაზე ყველა სიცხიან ავადმყოფზე.

    განსაკუთრებით საშიში კერა (ჰერეთისკარი) დღემდე მუშავდება ინსექტიციდით (საცხოვრებელი ბინები და სადგომები).

    მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ინფექციურ დაავადებებზე (ბრუცელიოზი. ჯილეხი, ინფ,წარმოშობის დიარეა, ქუნთრუშა,ლეიშმანიოზი,საკვებისმიერი მოშხამვა და სხვა) წარმოებს აქტიური ეპიდზედამხედველობა დაავადების მიზეზების დადგენის და მისი გავრცელების შეჩერების მიზნით.

    მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ორსული იკვლევა ,,C’’ და ,, B’’ ჰეპატიტზე, შიდსზე და სიფილისზე, დადებითი ტესტის შემთხვევაში  ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ ხდება სისხლის გადამოწმება სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზ-ვი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წარმოებს დაავადებული დედების შვილების იმუნოპროფილაქტიკა.

    დაწყებულია რაიონის მოსახლეობის გამოკვლევა ,,C’’ ჰეპატიტზე, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც,

    მონიტორინგია დაწესებული სანიტ. ზედამხედველობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ 28 სკოლამდელ და 28 სასკოლო დაწესებულებებზე,

     საბავშვო ბაღებში შემოწმების ძირითადი მიზანია ბავშვთა განვითარების საყოფაცხოვრებო პირობებსა და კვებაზე კონტროლი. საკვები პროდუქტების შენახვის, დამუშავების და კერძების მომზადების სანიტარული წესების, აგრეთვე მომუშავეთა პირად ჰიგიენაზე კონტროლის დამყარება.

     სასკოლო დაწესებულებებში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სწავლის პიროვევისადმი წაყენებული ჰიგიებური მოთხოვნების კონტროლზე, რაც გამოიხატება ყოველი კლასის ასაკის შესაბამისი სიმაღლის სასკოლო ინვენტარით უზრუნველყოფაზე (რათა არ განვითარდეს სკოლიოზი) კლასებში მწკრივების რაოდენობასა და მანძილზე დაფიდან პირველ მერხამდე ( რათა ბავშვებს არ განუვითარდეთ ახლომხედველობა).

    სამსახურის მიერ ხდება კონტროლი რამდენად შესაბამისობაშია ცხრილები სანიტარული წესების მოთხოვნებთან.

    2017 წლის იანვრიდან  სამსახური აწარმოებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობას. ახდენს ამ ობიექტებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა სანიტარული  ნორმების დაცვასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მათი რეგისტრაციის კონტროლს.

გააზიარე