ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

9 აპრილს გმირულად დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნის დღე

9 April, 2018
  • 1989 წლის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

 

  • დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან გურამ მაჭარაშვილთან, საკრებულოს თავჯდომარე კახა ჯამბურიასთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს გმირულად დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში გამართულ სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ.

 

  • ასევე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სოფელ კართუბანში მამუკა ნოზაძის
  •  

 

  • „9 აპრილი ჩვენი  ქვეყნისთვის და თითოეული  ჩვენი მოქალაქისთვის დიდი ტკივილი და ამავე დროს სამშობლოს დამოუკიდებლობის და სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ამ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი თავგანწირვა გამოიჩინეს, მოგვცეს მაგალითი თავისუფლებისათვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გაერთიანებისა და ერთსულოვნებისა. ისინი ჩვენი ქვეყნის უკვდავი გმირები არიან და მე ქედს ვიხრი მათ წინაშე“- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

 

  • 29 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანი შეეწირა.

 

ფოტო ალბომი 


გააზიარე