10 დეკემბრის ანგარიში

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს პარლამენტს.
ასლი. სსიპ- საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს
თავმჯდომარეს


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს
.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის III თავის ,,ინფორმაციის თავისუფლების შესახებ’’ შესრულების თაობაზე

 


1. 2022 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით
შემოვიდა 10 განცხადება და ათივე დაკმაყოფილდა.
2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
3. საჯარო მონაცემთა ბაზა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებობს , ინფორმაცია
განთავსებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერზე www.lagodekhi.gov..ge
პერიოდულად ხდება აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება და ბაზის განახლება.
4. საჯარო მოსამსახურეთა მიერ,არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებული მოთხოვნები,შესაბამისად არ ფიქსირდება დისციპლინური სახდელის დადების
ფაქტი.
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკანონმდებლო აქტების მიღების დროს სხდომა არ
დაუხურავს.
6. საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმა არ გასაჩივრებულა, ასეთის არ არსებობის გამო.
7. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებაზე და გაცემაზე თანხა არ დახარჯულა.
8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა არ დახურულა და მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები,
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ აქვს.

 

Share page