ა(ა)იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი


 

ა(ა)იპ  ,,ლაგოდეხის სერვის ცენტრი“

 

 

დირექტორი: მამუკა ბიძინაშვილი

CV

მობ: 577074716, 544443450

ელ-ფოსტა: lagservice2018@gmail.com

მის: ქ. ლაგოდეხი / ჩოლოყაშვილის ქუჩა N8

 

 

 

ა(ა)იპ ,,ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ დაფუძნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს წესდებით განსაზღვრული სხვადასხვა სერვისული მომსახურება. 

სამსახურის მიზნები:

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებების განხორციელება, სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ბაღებისა და  პარკების მოვლა - პატრონობა;
  • გარე განათების საშუალებების  აღდგენა, განახლება და მისი მოვლა-პატრონობა;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შემავალ  სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა,   მოვლა-პატრონობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • მუნიციპალიტეტის ქუჩებში თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოების ორგანიზება და შიდა საუბნო გზების მოვლა - პატრონობა;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა - პატრონობა;
  • ნარჩენების შეგროვება- გატანა,  დასუფთავება,  ნაგავსაყრელ პოლიგონზე ტრანსპორტირება და განთავსება;
  • სტიქიური ან სხვა მოვლენების უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ინფორმაციის მიღება დამუშავება;
  • დაგეგმილი პრევენციული  ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა;
  • სტიქიური ან სხვა მოვლენების პრევენციის მიზნით ღვარცოფული მდინარეებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება;
  • საახალწლო ილუმინაციების, აქსესუარებისა და ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება;
  • სხვა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება.

 

სამსახურის წესდება 


 

ექსპლუატაციის ინჟინერი: ჭაბუკა შარმიაშვილი

ტელ: 577 07 47 00

გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია: მექანიკოსი ბადრი ბარბაქაძე

ტელ: 577 07 47 34

სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია: მაგისტრალის ოსტატი დავით შარიქაძე

ტელ: 577 07 47 11

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება: მთავარი სპეციალისტი გამწვანების დარგში  გია ბარბაქაძე

ტელ: 577 95 12 69

 

 

Share page