Hot line : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

21 December, 2018

 

როგორი იქნება 2019 წლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - დღეს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა და მერმა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ- ების შემდგომ ფუნქციონირების საკითხს, სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას, და სხვა აქტუალურ საკითხებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა 2019 წლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ და ასევე თუ რა შედეგი უნდა იქნეს მიღწეული ამგვარი დაგეგმარებით. 2019 წლის ადგილობრივი მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 11,011.300 ლარით განისაზღვრა და მას მუნიციპალიტეტის საკრებულო კენჭს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე უყრის.

 

 

Share page