სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საიუბილეო კონცერტი

11 June, 2018

ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დარბაზში საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე მუსიკალური სკოლის ძველი და ახალი თაობის მოსწავლეები და მასწავლებლები წარდგნენ. წელს სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას 10 წელი, ხოლო სამუსიკო სკოლას დაარსებიდან 60 წელი შეუსრულდა. იუბილარებს ღირშესანიშნავი თარიღი მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცა.

 „გილოცავთ იუბილეს! სახელოვნებო სკოლების გაერთიანება ლამაზი ტრადიციების დიდი ხელოვნების სკოლააა. წარმატებები იყოს თქვენი გზამკვლევი, ყოველთვის პირველები, გამორჩეულები და ამაყები ყოფილიყავით“.

 საიუბილეო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, სამუსიკო სკოლის ყოფილი მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები დაესწრნენ.

ფოტო ალბომი


Share page