 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, გამარჯვებიდან 73 წელი გავიდა.

9 May, 2018

  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  ომის ვეტერანები ტრადიციულად ყოვლადწმინდა სამების ტაძართან შეიკრიბნენ. გამარჯვების დღე ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცა.

  „დღეს დიდი გამარჯვების დღეა. ყველას მინდა მივულოცო 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი. ამ დღეს განსაკუთრებით  ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერეანებს, ჩვენს საპატიო, ცოცხალ გმირებს. ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოხლე მინდა გისურვოთ. ასევე, მინდა პატივი მივაგო ამ ომში  დაღუპულ გმირებს და ქედი მოვიხარო მათ წინაშე.

  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებს საჩუქრები გადასცეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ფოტო ალბომი


Share page